პრეზიდენტის მილოცვა
სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაული თბილისის "სუბ გევორქის" ტაძარიდან მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო. სომეხთა სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.
