თბილისის მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ და 03:00 საათამდე მოემსახურება
თბილისის მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ადასტურებს. მოსახლეობა მეტროთი გადაადგილებას ღამის 3 საათამდე შეძლებს.
