მოსახლეობის ევაკუაცია
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის 47 ნომერში მცხოვრები 55 ოჯახი მერიამ ქირით გაიყვანა. ავარიულია თუ არა კორპუსი - პასუხი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. ადგილობრივებმა პირველ სართულზე ერთ ერთ ბინაში ბზარები რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს და შესაბამის სამსახურებს მიმართეს. მათი თქმით, დაზიანებულია მზიდი ბოძები. კორპუსი ძველია, ერთი სართული დაშენებულია და ასევე არის მიშენებებიც. ავარიული სახლის სტატუსი ბათუმში 144 კორპუსს აქვს. წელს დაიწყება პროექტი "ბათუმი ავარიული სახლების" გარეშე. პროექტი ოთხ წლიანია და ჯამში 80 მილიონია გამოყოფილი.
