გრიპის ვირუსი
კოვიდ 19-ის პარალელურად, საქართველოში გრიპის ვირუსი ცირკულირებს. უკვე 15 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან სამი ბავშვია, მათ იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექიმები ამბობენ, რომ სეზონური გრიპისა და რესპირაციული ვირუსების შემთხვევები მოიმატებს. შესაბამისად, მშობლებს მოუწოდებენ, ბავშვები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით დროულად აცრან.
