სააკაშვილის "შავი სია"
კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა "შავი სიის" შექმნას ითხოვს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავად არის კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მსჯავრდებული და ბრალდებული. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სპეციალური საიტის შექმნას და საბრალდებო დასკვნის მომზადებას გულისხმობს. სიაში კი მოხვდებიან მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები. ინიციატივის მიხედვით, უნდა მიმართონ საელჩოებს, არ გასცენ სიაში მყოფებზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. სია კი, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალებით უნდა შედგეს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
