ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა
მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო. 2005 წლიდან კი რუსთაველის თეატრის მსახიობი. მონაწეილეობდა ცნობილ ქართულ სერიალებში, მათ შორის შუა ქალაქში. დღეს იმედი, 23:00 საათზე სწორედ იმ სერიას გიჩვენებთ, სადაც ნიკა ქაცარიძე თამაშობდა. მსახიობის გარდაცვალების გამო რუსთაველის თეატრმა 8 და 9 იანვარს დაგეგმილი სპექტაკლები გააუქმა.
