ბათუმში,ჯავახიშვილის 47 ნომერში მცხოვრები ოჯახები ბინებს ტოვებენ
ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი ოჯახებმა დატოვეს. დაცლილია ორი სადარბაზო. კორპუსის დატოვებას ყველა აპირებს. მათი თქმით, ბზარები პირველ სართულზე რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. ვარაუდობენ, რომ დაზიანებულია საყრდენი ბოძები. მათივე თქმით, კორპუსი ძველია. როგორც მერიაში ამბობენ ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მანამდე კი ოჯახებს ქირით გაიყვანენ.
