აშშ - საქართველო
საქართველოს ვიცე-პრემიერ საგარეო საქმეთა მინისტრს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვენდი შერმანთან კომუნიკაცია ამერიკის ინიციატივა იყო. მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ფედერაციის მცდელობები განიხილეს საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით. ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე და შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
