პანდემია მსოფლიოში
ომიკრონის ცუნამის შესახებ ჯანმოს წინასაახალწლო გაფრთხილება გამართლდა. მსოფლიო კოვიდსტატისტიკის რუკა თითქმის სრულად გაწითლებულია. ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი დღიური მაჩვენებლით ისევ შეერთებული შტატები ლიდერობს. პანდემიის ეპიცენტრმა კი დღეს დიდი ბრიტანეთიდან საფრანგეთში გადაინაცვლა. ჯანმო ისევ გვარწმუნებს, რომ ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ფატალური გართულებისგან გვიცავს.
