შეზღუდვები გზებზე
დღის მეორე ნახევარში გზებზე დაწესებული შეზღუდვები შეიცვალა. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მსუბუქი ტრანსპორტისთის დასაშვები გახდა გადაადგილება ნაქერლას ურელტეხილზე, თუმცა აქ კვლავ მოქმედებს აკრძალვა მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე . ყველა სახის ავტოტრანსპორტის აკრძალვა ძალაშია შემდეგ საავტომობილო გზებზე: ფარავნის უღელტეხილი, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზა, აქ წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძები. ასევე ყველა სახის ტრანსპორტის გადადგილება აკრძალულია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის მონაკვეთზე, ალპანა - ცაგერი, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მე-11 და 108-ე კილომეტრზე. ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - თავისუფალი. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე კი დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.