კანონპროექტი ამნისტიის შესახებ
პატიმრებს, რომლებსაც სასჯელის მოხდა პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დროს მოუხდათ, საპატიმრო ვადა შეუმცირდებათ. აღნიშნული კანონპროექტი მმართველმა გუნდმა მოამზადა, რომლის მიხედვითაც სასჯელის ოთხი დღე პატიმრობის ხუთ დღეს გაუტოლდება. გაწერილია კონკრეტული ვადებიც. დოკუმენტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა, განხილვა საგაზაფხულო სესიაზე განახლდება.
