ახალი სამგზავრო ბარათები
დღეიდან მეტროსადგურებში მგზავრობის სააბონენტო ბარათების შეძენა შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებით ავტობუსებში , მიკოავტობუსებსა და მეტროში გადახდის ერთიანი ტარიფი იმოქმედებს . 90 წუთის განმავლობაში მგზავრობა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი ლარი დაგიჯდებათ . ბარათის ღირებულება ორი ლარია და შეძენა შესაძლებელია მეტროსადგურებში ხვალიდან კი საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში. ძალაში რჩება ძველი მეტრომანით მგზავრობაც, თუმცა ამ შემთხვევაში აბონემენტს ვერ შეიძენთ და ერთჯერადად იმგზავრებთ.
