კორონავირუსით გარდაცვლილი ჩვილი
კორონავირუსს ოთხი თვის ჩვილი ემსხვერპლა. შემთხვევა ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მოხდა. ცნობილია რომ ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა , ექიმების ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა. შეგახსნებთ ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილი გარდაიცვალა.
