შეხვედრა კოვიდ კლინიკების ხელმღვანელებთან
ქვეყანა კოვიდ ვირუსის ახალი ტალღისთვის მზად არის. აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. თამარ გაბუნია კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განიხილეს ახალი შტამით გამოწვეული საფრთხე და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მოდგომარეობა. საუბარი შეეხო ასევე კოვიდის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატების დანერგვას. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნასთან ერთად მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და გამაძლიერებელი, ე.წ.ბუსტერ-დოზის გამოყენება რჩება.
