სააკაშვილის "ეკონომიკური გეგმა"
მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში ეკონომიკური გეგმის წერას იწყებს, პოლიტიკური სპექტრი კი მის გადაწყვეტილებას აფასებს. საპარლამენტო ოპოზიციისთვის ნაციონალური მოძრაობის გეგმა და მათი ლიდერის სტრატეგია არათანმიმდევრული და გაუგებარია, ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ციხეში დაწერილი გეგმა ვერ განხორციელდება , რადგან ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის მოხდა მინიმუმ ექვსი წლის ვადით მოუწევს. შეგახსნებთ მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკური გეგმის წერას იწყებს როგორც მისი თანაგუნდელები განმარტავენ ეს იქნება ექსპრეზიდენტის ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში. ვიდრე სააკაშვილი წერას დაიწყებს მანამდე თანაგუნდლებს საპატიმროში ხვდება.
