კოვიდვაქცინაციის კამპანიაში ცხოველები ჩართეს
კოვიდვაქცინაციის კამპანიაში ცხოველებიც ჩაერთნენ. პერფორმანსი ერთ-ერთმა გერმანელმა ფერმერმა მოაწყო. მინდორში მან გიგანტური შპრიცი გამოსახა, რომელიც ცხვრებითა და თხებით შეავსო. პერფორმანსისთვის ის ცხოველებს 3 დღე ამზადებდა.
