საქართველოში კოვიდინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 805 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 945 609 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 906 708, გარდაიცვალა 14 041 პაციენტი.
