"ომიკრონი" მსოფლიოში
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ეპიდაფეთქებათა მიზეზი "ომიკრონია". კორონავირუსის ახალმა შტამმა ინფიცირების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია. ახალი წლის დადგომასთან ერთად, ისევ მკაცრი შეზღუდვები ბრუნდება. შემთხვევათა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიო ლიდერი შეერთებული შტატებია. რთული ეპიდვითარების გამო, ქვეყნები ვაქცინაციის პროგრამებს აფართოებენ, რომლებიც ბავშვების იმუნიზაციასაც მოიცავს.
