პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა - მილოცვები ილია მეორეს
89 წელი და ცხოვრების ნახევარი ეკლესიის სამსახურში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია. ილია მეორის ღვაწლისა და როლის შესახებ კიდევ ერთხელ არაერთმა ადამიანმა ისაუბრა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრემიერ-მინისტრმა კი პატრიარქს პირადად მიულოცა.
