მხარდაჭერა უკრაინას
კიდევ ერთი მკაცრი გაფრთხილება მოსკოვს! "შეერთებული შტატები და მოკავშირეები, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მტკიცე პასუხს გასცემენ." - ეს ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას თქვა. შეერთებული შტატების ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტთან ჟენევაში დაგეგმილი რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები განიხილა, რომლის მთავარი თემაც ნატოს ღია კარის ჩაკეტვის შესახებ მოსკოვის ულტიმატუმია.
