სააკაშვილის მოთხოვნები ციხიდან
ნაციონალური მოძრაობა პატიმარი ლიდერის დღის წესრიგით ცხოვრებას განაგრძობს. ე,წ, შერიგების, ამნისტიის, შემდეგ, მასობრივი პროტესტის, დაბადების დღეზე ეროვნული შეკრების ორგანიზების და ასევე ე,წ, მასობრივი შიმშილობის შემდეგ- სააკაშვილმა ახალ წელს გუნდს ახალი საფიქრალი გაუჩინა. მიხეილ სააკაშვილი პარტიას პარლამენტში აბრუნებს. საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, თუმცა არა საკუთარი დანაშაულების, არამედ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიზნით. ნაციონალებმა კიდევ ერთხელ უნდა უღალატონ პრინციპს, შეცვალონ პოზიცია და ახალი დავალების შესასრულებლად მომხრეები მოიძიონ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
