ეპიდვითარება საქართველოში
ახალ წელს მსოფლიო ახალი გამოწვევით ხვდება. ომიკრონის შტამის გავრცელების მაჩვენებელი დრამატულ მაჩვენებლებს აღწევს. ამერიკა და არაერთი სახელმწიფო ინფიცირებულთა რეკორდულ ზრდას ელის, ახალი წლის დღეებში ათასობით ავიარეისი გაუქმდა. ბრძოლის მეთოდებს შორის კი სიახლე ისევ არ არის. ტრადიციულ რეკომენდაციებად რჩება წესების დაცვა: მათ შორის პირბადის გამოყენება, დღესასწაულის მიუხედავად, ხალხმრავლობისგან თავშეკავება და აცრა.სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოგვიწოდებენ ეპიდემიოლოგები საქართველოშიც. აცრის ტემპის გასაზრდელად ისევ ძალაშია წამახალისებელი პროგრამა, ისევე, როგორც ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოწოდება. თუმცა არსებობს ოპტიმიზმის საფუძველიც. ფაქტია, გასულ წელს პანდემიის კიდევ ერთი ტალღა ჩავაბარეთ და მომდევნო, ანუ მეექვსე-შესაძლოა, ფინალური იყოს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
