ვითარება გზებზე
გზებზე დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გადადგილება უკვე დაშვებულია ნაქერლას უღელტეხილზე, კობი - გუდაურის გზის მონაკვეთსა და თბილისი - სენაკი - ლესელიძის გზაზე. ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეფერხებულია ზემო აჭარაში, კერძოდ, ხულოში, სადაც დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.
