სუდანის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
სუდანის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, რისი მიზეზიც მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა. ხართუმში მრავალათასიანი მსვლელობები პრემიერ-მინისტრისა და არმიის გარიგებას მოჰყვა, რაც ძალაუფლების გაზიარებას გულისხმობდა.
