„ცეკვავენ ვარსკვლავები“ - სადღესასწაულო ეპიზოდი
იმედის საახალწლო ეთერში დღეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სადღესასწაულო ეპიზოდიც გელით. შემოქმედებითი გუნდი თქვენთან შესახვედრად დილიდან ემზადება. დღეს განსაკუთრებულად ფერადი და როგორც შოუს შემქმნელები გვპირდებიან, თავბრუდამხვევი სანახაობა გველის. ვარსკვლავური წყვილები დღეს ორ-ორ ცეკვას შეასრულებენ. შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვანია ფავორიტების აქტიური მხარდაჭერა, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ თქვენს რჩეულებს და დაელოდეთ ცეკვავენ ვარსკვლავების საახალწლო ეთერს, ზუსტად 21:00 საათზე.