პრობაციის სააგენტოს ანგარიში
ტექნოლოგიური ინოვაციები, ადამიანური რესურსების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განახლება და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2021 წელს მიღწეული შედეგები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეაჯამა. მიმდინარე წლის განმავლობაში, გაიხსნა იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი ქუთაისში, ასევე ბრიფინგზე ითქვა, რომ ინფრასტრუქტურული განვითარება შეეხო არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრსაც. 2021 წლის ივლისში კი, ქუთაისში პირველი რეგიონული ოფისი ამოქმედდა.
