25 წელი პარლამენტის აპარატში - თანამშრომლების დაჯილდოება
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ის თანმშრომლები დააჯილდოვა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე 25 წელია მუშაობენ. შალვა პაპუაშვილმა მათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. პირველმა კანონმდებელმა თანამშრომლებს საპარლამენტო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
