ხმაური რუსთავის მერიაში
დღეს ხმაური იყო რუსთავის მერიაში. ადგილზე ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრების გამოჩენას საკრებულოს თანამშრომლებთან დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა მათ ამისთვის საკრებულოს აპარატისთვის თხოვნით არ მიუმართავთ. დაძაბულობა, დაცვის პოლიციამ განმუხტა. დეპუტატებთან სასაუბროდ, მოგვიანებით რუსთავის მერიც ჩავიდა.
