12%-იანი ეკონომიკური ზრდა
ეკონომიკის აღდგენის პროცესი გრძელდება. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 12% შეადგინა. უწყების ცნობით, ეკონომიკის მსგავსი გაჯანსაღება განპირობებულია მთავრობის თანმიმდევრული და დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკით და კერძო სექტორის მხარდამჭერი პროგრამებით. ნოემბერში ეკონომიკის აღდგენის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დადასტურებული დადებითი ტენდენციები. ვკითხულობთ სტატისტიკის ეროვნული სამსხაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქსტატის მონაცემებს უკვე მოჰყვა შეფასებები. ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანა მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლით შეხვდება. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
