ინსპექტორის სამსახური
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს - განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე აკეტებს და იმედს იტოვებს, რომ პრეზიდენტი ამ უფლებას არ გამოიყენებს. შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა 81 ხმით 7-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და უწყების ორ ინსტიტუციად ჩამოყალიბებას. ამ ცვლილებების მიხედვით, გამიჯნული იქნება საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი.
