პატიმარი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, მსჯავრდებულთან კონსილიუმის წევრების და პირადი ექიმის დაუყოვნებლივ შეშვებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველები დღეს ისევ ამბობენ, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში უკან დაბრუნება ამ ეტაპზე დაუშვებელი იყო. კომენტარი საკითხზე პარლამენტის თავმდჯდომარემაც გააკეთა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ობიექტური მედიკოსების განცხადებით, შიმშილობის შემდგომი რეანბილიტაცია დასრულებულია და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მსჯავრდებული უკან, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
