სალომე ზურაბიშვილმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან 9 პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ერთს სასჯელი შეუმცირდა, ოთხი პატიმარი კი სალომე ზურაბიშვილმა, სხვადასხვა სასჯელისგან შეიწყალა, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება.
