საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში
საახალწლო ღონისძიებები იმართება რეგიონებშიც. ქალაქებში მოწყობილია საშობაო ბაზრობები, მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ზღაპრის გმირები და მუსიკოსები იზრუნებენ. პატარებს კი საშობაო სოფელში განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდებათ. მათ თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება. საახალწლო ღონისძიებები საღამოს გალა კონცერტებით დასრულდება.
