„გვიყვარდეს ერთმანეთი“ - საახალწლო გალაკონცერტი თბილისში
ჩვენს ქვეყანაში კი ახალი, 2022 წლის დადგომამდე, შვიდ საათზე ნაკლები დრო დარჩა. გალა კონცერტისთვის რესპუბლიკის მოედანზე აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. ზუსტად 12 საათზე სტუმრებს დაუვიწყარი სანახაობა ელოდებათ. ღონისძიების მუსიკალური პროგრამა ყველასთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ მელოდიებზეა აგებული. ვიდრე გალა კონცერტი დაიწყება, დილიდან ხალხმრავლობაა ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
