საახალწლო ღონისძიება სამხედრო ლიცეუმში
თავდაცვის მინისტრმა კადეტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კადეტებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებული მომავალი უსურვა. მათ სიტყვით მიმართა ასევე განათლების მინისტრის მოადგილემ. საახალწლო ღონისძიება კადეტთა ნახატების გამოფენითა და საახალწლო ვახშამით დასრულდა.
