დღეს,ბაიდენი - პუტინის სატელეფონო საუბარი შედგება
უკრაინის მიმართ მოსალოდნელი რუსული სამხედრო აგრესიის შესახებ დღეს ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ისაუბრებენ. ამ თვეში უკვე მეორე სატელეფონო მოლაპარაკებები იქნება, რომელმაც ექსპერტების მოსაზრებით დაძაბულობა უნდა განმუხტოს. შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ასევე შეეხებიან ევროპული უსაფრთხოების საკითხსაც. რუსეთი, ამერიკისგან ნატოს გაფართოების შესაჩერებლად იურიდიულ გარანტიებს ითხოვს. კრემლის ინიციატივებს ორი ქვეყნის საგარეო უწყებების წარმომადგენლები 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ. ასევე დაგეგმილია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაც.
