მსოფლიო პანდემიის პირისპირ
კორონავირუსის შტამები დელტა და ომიკრონი მსოფლიოს ორმაგ საფრთხეს უქმნის, გაფრთხილება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა. ჯანმოში განაცხადეს, რომ ორივე შტამი მარტივად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, რის გამოც, გლობალურად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად მატულობს. ჯანმო საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ თანასწორი ვაქცინაციისა და კოვიდ-რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
