ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით,აზერბაიჯანმა სომხეთს 5 სამხედრო ტყვე გადასცა
აზერბაიჯანმა სომხეთს ხუთი სამხედრო ტყვე გადასცა. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, ტყვეების გადაცემა უნგრული მხარის შუამავლობით მოხდა. სომეხი სამხედროები აზერბაიჯანელებმა კელბაჯარის სასაზღვრო რაიონში 16 ნოემბერს დააკავეს. ტყვეობაში ისინი თვეზე მეტხანს იყვნენ.
