მსოფლიო პანდემიის პირისპირ
კორონავირუსის „დელტა“ და „ომიკრონ“ ვარიანტების კომბინაცია „საშიშ ცუნამს“ იწვევს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ქვეყნების უმეტესობაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა. გამოსავალი, ჯანმოს დირექტორის განცხადებით, მოსახლეობის 70%-ის აცრაა, რაც 2022 წლის შუა პერიოდისთვის უნდა მოხერხდეს.
