კოვიდინფიცირების რეკორდი საფრანგეთში
საფრანგეთში ბოლო 24 საათში, ინფიცირების 208 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირების შემთხვევების ზრდა „ომიკრონ“ შტამმა გამოიწვია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო.
