ვაქცინაცია მსოფლიოს ქვეყნებში
მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ცხრა მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. განახლებულ მონაცემებს ბლუმბერგი ავრცელებს. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველდღიურად 39 მილიონამდე ადამიანი იცრება. ყველაზე მეტი ჩინეთში აიცრა.
