შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემია
პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ეროვნული პრემია მიენიჭათ: თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს სამეცნიერო-საცნობარო ნაშრომისთვის „ოფიცრის ატლასი“; რამაზ ქაცარავას, დავით ტუღუშსა და ვახტანგ ბერიძეს - სამეცნიერო ნაშრომების ციკლისთვის. ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭათ: მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტორს ომარ ნაფეტვარიძესა და მხატვარ-მოქანდაკეს, გიორგი ჯაფარიძეს. რუსთაველის პრემია გადაეცათ მაყვალა გონაშვილს - ლექსების კრებულისათვის „ძახილი“; თეიმურაზ გოცაძეს - მონუმენტური ფერწერული კომპოზიციისთვის „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე; ვახტანგ კახიძეს - მუსიკალური ნაწარმოებისთვის „საშობაო ტრილოგია“ და რაულ ჩილაჩავას - ლექსების კრებულისათვის --„ბედის ფორმულა“
