კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ
დღესვე რიგგარეშე სხდომაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია. ამბობენ რომ პროექტი სასამართლო სისტემაზე კონტროლის გაძლიერებას ემსახურება. მმართველ გუნდის განმარტებით კი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან თანხვედრაშია. საუბარია ქვორუმის დაწევაზე, ასევე დისციპლინურ სახდელებს ახალი სახეები ემატება. კიდევ ერთი ცვლილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ზედიზედ ორჯერ არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.
