სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაშია. ადვოკატები ისევ ამტკიცებენ რომ ის საპატიმროში მოტყუებით გადაიყვანეს. ახლა კი სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავენ. მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის დაწესებულებაში, გვიან ღამით გადაიყვანეს. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ პენიტენციურ სამსახურს არ გაუვრცელებია.
