Expo Dubai 2020
"ექსპო დუბაი" საქართველოს ნაციონალურ დღეს აღნიშნავს. სპეციალურად ამ დღისთვის დუბაიში ქართული დელეგაცია ლევან დავითაშვილის მეთაურობით ჩავიდა. დელეგაციის წევრებს შორის არის ეკონომიკის მინისტრი, რომლის უშუალო მონაწილეობითაც ხელი მოეწერა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმების სამუშაო დოკუმენტს. ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ საქართველოში მზის ენერგიის სადგური აშენდება. საზეიმო დღეს "ექსპო დუბაიში" ნაციონალური ბალეტი დახურავს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
