კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ
კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს ოპოზიციის მწვავე უკმაყოფილების ფონზე. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ პარლამენტმა პირველი მოსმენით იმსჯელა. სიახლეები რამდენიმე მიმართულებას ეხება, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. უქმდება ერთი და იმავე წევრის ორჯერ ზედიზედ არჩევის აკრძალვის წესი. კანონპროექტს ოპოზიცია და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევად აფასებს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
