საახალწლო ღონისძიებები კასპში
კასპში საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ, მოწყობილია საახალწლო ინსტალაციები და სტენდები. ზღაპრის გმირები და თოვლის პაპა კი ადგილობრივი პატარების განწყობაზე ზრუნავენ. ასევე, ღონისძიებას შეუერთდებიან ადგილობრივი მეწარმეები და მიმდინარეობს პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამოს მთვარი კონცერტი კი ფოიერვერკით დასრულდება. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება.
