საახალწლო ღონისძიებები ჭიათურაში
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დღეს ჭიათურაში საახალწლო ღონისძიებები იმართება. მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებოდ მოწყობილ ჯიხურებში ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქციის საშობაო ბაზრობა მოეწყო. მიმდინარეობს ღვინის, თაფლის ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყო გასართობი სივრცეები, საახალწლო ხის სახლები, ფოტო გადაღების სტენდები. საზეიმო მსვლელობაში სასულე ორკესტრი, სანტა, ანიმატორები და ელფები მონაწილობენ. ჭიათურაში დღეს ასეევე საპატიო მოქალაქეებს დაასახელებენ.
