სააკაშვილს რუსთავის დაწესებულებაში დაბრუნება არ სურს - შეფასებები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, დღეს მიხეილ სააკაშვილმა მნახველები პირველად მიიღო. ეკა ხერხეულიძეს, შესვლისას კომენტარი არ გაუკეთებია. სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, სააკაშვილის თანაგუნდელი კომენტარს, ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ გააკეთებს. პარალელურად, განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, რუსტავის ციხეში გადაყვანა გარდაუვალია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
