პარკირება თბილისში
თბილისის მერის განცხადებით, ბოლო დღეების განავლობაში პარკირების გადასახადთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. კახა კალაძე განმარტავს, რომ სიცრუეა, თითქოს პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება. დედაქალაქის მერის განცხადებით, პარკირების ფასები უცვლელი რჩება. ამასთან, მისივე განმარტებით, ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე არსებული ერთლარიანი საფასური რჩება, და ამავდროულად, მერიას შემოაქვს სააბონემენტო პაკეტები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს ექნება არჩევანის საშუალება.
